Share on facebook
შოუბიზნესი

ბერამ კონცერტი უკომენტაროდ დატოვა

Monday, 22 October 2012 00:00 თამარ გონგაძე
Print PDF

ცხონებული მაიკლ ჯექსონის კონცერტს არასდროს დავსწრებივარ, თუმცა ტელევიზიით მინახავს, რა ხდებოდა პოპის მეფის ტურნეებზე. სამაგიეროდ, 20 ოქტომბერს ბერას კონცერტზე აღმოვჩნდი, პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე.  წარმოვიდგინე (და ამ მდიდარ წარმოსახვაში მარტო არ ვყოფილვარ), რომ ჯექსონის კონცერტს ვესწრებოდი, მენდეთ,

 

Flying Lotus

Monday, 08 October 2012 00:00 გიორგი წითური
Print PDF

ყოველი ახალი სეზონის დადგომას თავისი ხიბლი აქვს, იქნება ეს ზაფხული თუ ზამთარი, ბუნების რადიკალური ცვლა თავის ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე. ზოგს მზე და სიცხე უყვარს, ზოგს კი ფანჯრიდან დანახული თეთრი ფერები და სახლში სითბო. მოკლედ, განწყობას გააჩნია, თორემ რეალურად, რომ დავფიქრდეთ, ყველა სეზონს თავისი პლუსი და მინუსი აქვს, რის გამოც რომელიმეს გამორჩევა ძალიან რთულია ხოლმე. ამჟამად შემოდგომა დადგა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით  რომანტიკულ და სევდიან განწყობასთან არის გაიგივებული. ეს შესავალი კი მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ალბომი, რომლის შესახებაც ამჯერად ვილაპარაკებთ, მხოლოდ შემოდგომას შეიძლებოდა გამოსულიყო, რაშიც უმალვე დარწმუნდებით, თუ Flying-ის (სტივენ ელისონი) ახალ ალბომს, სახელწოდებით Until the Quiet Comes გადმოწერთ. 

 

პოლიტიკა და შოუბიზნესი

Monday, 08 October 2012 00:00 თამარ გონგაძე
Print PDF

საქართველოში, მისი ახლო წარსულიდან გამომდინარე, ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც პოლიტიზირებული არ არის. იმდენად დიდი დოზით იყო პოლიტიკა ჩვენში, რომ არც შოუბიზნესი დაინდო და განსხვავებულმა პოზიციებმა მომღერლების პოლარიზება გამოიწვია. ზოგი თავისი ნებით წავიდა სცენიდან და პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო, ზოგსაც ეს პოლიტიზირება არ მოუწონეს და „აღარ ამღერეს“... ისინი,  ვინც სცენაზე დარჩა და აქტიურად ჩაერთო სახელისუფლებო პროექტებში, დღეს უკვე დადგნენ საფრთხის წინაშე, რომ ახლა უკვე მათზე იტყვიან უარს...  

 

LUX

Monday, 01 October 2012 00:00 გიორგი წითური
Print PDF

ბრაინ პიტერ ჯორჯ ჟან ლე ბატისტ დე ლა სალე ინოუ, ანუ იგივე ბრაიან ინოუ მუსიკალურ სამყაროში სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მუსიკოსი და პროდიუსერია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თვითონ ინოუ საკუთარ თავს მუსიკოსს არასდროს უწოდებს. არადა, ინოუს ბიოგრაფიას ერთი თვალითაც რომ გადავხედოთ, უმალვე დავრწმუნდებით, რომ სამქე არა მხოლოდ მუსიკოსთან, არამედ ერთგვარ მოვლენასთანაც კი გვაქვს. 

 


Page 1 of 164