გივი თარგამაძე: ოქრუაშვილს ამ ქვეყანაში დაბრუნება თუ უნდა, ამის ერთადერთ თეორიულ გზად რჩება ის, რომ შემოჰყვეს საოკუპაციო ჯარებს და იჯდეს ტანკზე
გასულ კვირას ირაკლი ოქრუაშვილის რუსულმა აღსარებამ ნინო ბურჯანაძის არშემდგარი რევოლუცია თითქმის გადაფარა... საქართველოში არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში გასული „მეტასტაზები“ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად არ შეეფასებინა. ნამინისტრალის დამცველი მხოლოდ მისი პარტიის ფორმალური ლიდერი სოზარ სუბარი აღმოჩნდა, – ირაკლი ჰაერზე არაფერს იტყოდაო (არადა სუბარს ოქრუაშვილის განცხადებებზე ომბუდსმენობის დროს სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა)... ჰოდა, როგორც ჩანს, ოქრუაშვილი პირდაპირ საჰაერო დარტყმისთვის ემზადება. მისი ინტერვიუ სწორედ ამ პათოსით იყო გაჯერებული.
|
ბურჯანაძის „გზაჯვარედინი“
წიგნი, რომლითაც საქართველოში არეულობა იგეგმებოდა, უკვე დეფიციტშია... შსს-ს მიერ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების შემდეგ მერაბ ჯიბლაძის საავტორო წიგნი „გზაჯვარედინზე“ ლამის ბესტსელერად იქცა. ავტორი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი პოლიტიკური „ნაშრომის“ რეალური მიზანი გაიშიფრებოდა. მით უფრო, ის არ ელოდა ასეთ პოპულარობას. „პრაიმტაიმმა“ „გზაჯვარედინის“ ერთადერთ ეგზემპლარს საჯარო ბიბლიოთეკაში მიაგნო და მისი შინაარსით დაინტერესდა, თუმცა მანამდე თავად „შეთქმულების წიგნის“ ავტორს, მოძრაობა „თეთრების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მერაბ ჯიბლაძეს გაესაუბრა.
პუტინს ბაღაფშის დასაფლავებაზე საქართველო გაახსენდა
აფხაზეთი სეპარატისტული რეჟიმის მეორე პრეზიდენტს – სერგეი ბაღაფშს გამოემშვიდობა. საოცარია, მაგრამ თავის დროზე შევარდნაძესა და მის გარემოცვას რაღაც ილუზიები ჰქონდა: „ადრე კომკავშირის მდივნად მუშაობდა, ვაჟა ლორთქიფანიძის ხელქვეითადაც ითვლებოდა და ეგება ლტოლვილების დაბრუნებაში დაგვეხმაროსო“.
შევარდნაძეს კი ესმოდა, ალბათ, ეს იმედები რა დონის სისულელე იყო, მაგრამ ყოველნაირად აღვივებდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ვაჟა ლორთქიფანიძეც ამიტომ დანიშნა სახელმწიფო მინისტრად. სინამდვილეში კი, ბაღაფშმა არძინბას კურსი არათუ შეცვალა, არამედ კოდორის ხეობაში ქართველთა მორიგი ეთნოწმენდა მოაწყო. სწორედ ბაღაფშმა მიაღწია რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებას. თუმცა, ეს უფრო უბედურებად იქცა აფხაზეთისთვის, ვიდრე სიკეთედ, რადგან ამის შემდეგ რუსეთის ზეწოლა სეპარატისტულ რესპუბლიკაზე არათუ შემცირდა, არამედ პირიქით – ბევრად გაიზარდა.
ბადრი ბიწაძე რუსეთში გაიქცა
რუსეთში გაქცეულ ექსჩინოსანთა არმიას კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა შეემატა... გიორგაძის, ხაჩიშვილის, აბაშიძის, კიტოვანისა და სხვა უამრავი მსგავსი „მოხელე ნაჩალნიკის“ გზას ბადრი ბიწაძეც დაადგა. ერთ-ერთი ვერსიით, ბურჯანაძის მეორე ნახევარმა კრემლისკენ მიმავალი გზა ოკუპირებული ცხინვალის გავლით გაიარა. ინფორმაცია, ბადრი ბიწაძის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის თაობაზე, „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს, თუმცა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა არ დააკონკრეტა რა გზით დატოვა სასაზღვრო პოლიციის ექსშეფმა ქვეყნის ტერიტორია.
ნინოს ანატომია
ის, რაც 26 მაისს, შუაღამისას, თბილისში მოხდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ტრაგედიაა, რადგან ორი ადამიანი დაიღუპა. მათ დაღუპვაში მთავარი დამნაშავე ვინც არის, ბუნებრივია, თითს სხვისკენ გაიშვერს, ყველაფერს სხვას დააბრალებს და არა საკუთარ ამბიციებს, რის გამოც წამოიწყო მთელი ეს პროვოკაცია.
თუმცა ამ ტრაგედიამ და სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელმა მცდელობამ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უკვე ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ მიტინგების დრო დამთავრდა და ქუჩიდან ხელისუფლების დამხობას ვეღარავინ შეძლებს.
|
|
|
|
|
|
Page 207 of 309 |